ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
"ინტერპრესნიუსი"