თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა - კვირის პალიტრა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი - სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.