ახმეტის მერი მოსახლეობას აფრთხილებს
უამინდობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილება ისევ აიკრძალა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დაგუბებული ტბა აადიდა და გზა დაფარა. მოძრაობას პოლიცია აწესრიგებს და ფშაველი - ომალოს მიმართულებით მგზავრებს არ უშვებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
„დაზიანებულ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამ წუთას წვიმს და სამუშაოებს ფიზიკურად ვერ დავიწყებთ. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. უხვმა ნალექმა ტბის დონე გაზარდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. მოსახლეობას თხოვნით მივმართავთ და ვაფრთხილებთ, რომ თავი შეიკავონ თუშეთში გადაადგილებისგან, ვიდრე არ გამოიდარებს“, - განაცხადა ახმეტის მერმა.
"ინტერპრესნიუსი"