"5-ბა­ლი­ან შტორმ­შიც შევ­სულ­ვარ ზღვა­ში" - რას ყვება მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"5-ბა­ლი­ან შტორმ­შიც შევ­სულ­ვარ ზღვა­ში" - რას ყვება მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

დღე არ გავა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მთასა თუ ზღვაზე ადამიანის გადარჩენის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია... აქტიური კამპანიის მიუხედავად, ადამიანები არ უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს და რისკავენ... ექსტრიმისთვის, ზღვაში შტორმის დროსაც კი შედიან; მიდიან მოუმზადებლები მთაში სალაშქროდ და არ ითვალისწინებენ მაშველების ან გამოცდილი ადამიანების რჩევებს. უსაფრთხოების ზომების დაუცველობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევებით სრულდება, თუმცა, ზოგჯერ უმართლებთ და მათთან დროულად ჩნდებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ისინი იმ განსაკუთრებულ ფაქტებზე გვიამბობენ, როდესაც სხვისი სიცოცხლე, საკუთარის ფასად გადაურჩენიათ...

გოჩა ბილვანიძე, საზღვაო-სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსი:

- მერვე წელია რაც მაშველად ვმუშაობ და ამ დროის განმალობაში, 700-მდე ადამიანი მყავს გადარჩენილი. რამდენია დაღუპული არ ვიცი, რადგან უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილას "პოსტფაქტუმ" მივდივარ. ზღვის სანაპიროებზე უბედური შემთხვევა, უმეტესწილად გაუფრთხილობელობით ხდება, როდესაც მშობელი ვერ აქცევს შვილს ყურადღებას და ბავშვს ტალღა იტაცებს; ასევე, როდესაც ადამიანი ნასვამი შედის ზღვაში საბანაოდ, ან ღამე შედის, ნაბახუსევი... ან ექსტრიმის მოყვარებულები შტორმში შედიან...

ყოფილა შემთხვევა, 5-ბალიან შტორმში შევსულვარ ზღვაში, ნავებიც ვერ შედიოდა ისეთი უამინდობა იყო... ამას წინათ, ირანის ორი მოქალაქე გადავარჩინე. შეშინებულები იყვნენ და ცოტათი ცვხენოდათ კიდეც, უამრავი მადლობები იხადეს... ექსტრემის გამო შევედით, მაგრამ გამოსვლა გაგვიჭირდაო... ყვირილი დაიწყეს, გადარჩენას ითხოვნდნენ. ნაპირიდან შევამჩნიეთ და სამმა მაშველმა შევცურეთ. ეს იყო ზღვასთან, სტიქიასთან ბრძოლა. განაგრძეთ კითხვა