მარია ზახაროვა: "აშშ-მ "სუპერმენის" როლს თავი ვერ გაართვა"
აშშ-მ თავი ვერ გაართვა "სუპერმენის" როლს საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, "მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მხარს დაუჭერდა აშშ-ს განსაკუთრებულობის კონცეფციას, თუ აშშ რეალურად მოუტანდა მსოფლიოს სტაბილურობას და კონფლიქტების თავიდან აცილებას".
"ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი? ეს ხომ უდიდესი პოლიტიკური, ფინანსური და მორალური პასუხისმგებლობაა - იყო ის "სუპერმენი", რომელიც დასახმარებლად მოფრინავს, გეხმარება და შემდეგ მიფრინავს", - აღნიშნა მარია ზახაროვამ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-მ თავი ვერ გაართვა ამგვარ როლს.
"პირიქით, უფრო მეტი კონფლიქტი გაჩაღდა და ეს კონფლიქტები უფრო მასშტაბური გახდა", - დასძინა მან.
იხილეთ ასევე: პუტინის ფავორიტი და კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი - ვინ არის მარია ზახაროვა?