ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა
საქართველოს ნაკრებისა და "რუსთავის" ყოფილი მეკარის, ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ნუკრი რევიშვილის შვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.