"ცოტა ადრე რომ გაგვეგო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონდა" - ზუზუ ბეჟაშვილის დედის პირველი კომენტარი
მსახიობის ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რა მიზეზით გარდაიცვალა ახალგაზრდა მსახიობი.
ზუზუ ბეჟაშვილის დედამ შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ტელეკომპანია "იბერიასთან" გააკეთა:
"რომ მოვედი, მეგონა, ისევ ეძინა. დაწოლას ვაპირებდი, რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. რა მოხდა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. გავიგეთ, რომ ლიფტში ვიღაცამ გვიან ნახა, ცოტა ადრე რომ გაგვეგო მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონდა. არ ვიცი, ვინ ცხოვრობს მისი მეგობარი დოლიძის ქუჩაზე. შეიძლება გული გაუსკდა, ვერაფერს გეტყვით. ნერვების გამო პრეპარატებს იღებდა"