ვინ არის ახალგაზრდა ქართველი კუბერი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა (+ვიდეო)
18 წლის ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან წყალში 6 რუბიკის კუბი ააწყო. უკვე არსებული რეკორდის გასაუმჯობესებლად, ვაკო მარჩილაშვილს წყალქვეშ, ერთი ჩასუნთქვით, მაქსიმალური რაოდენობის სტანდარტული ზომის (3x3) რუბიკ-კუბიკი უნდა აეწყო. ამ სახეობაში მოქმედი მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენტონ ბრუკსს ეკუთვნოდა, რომელმაც წყალქვეშ 5 კუბის აწყობა მოახერხა.
რეკორდის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.