მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილს 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილს 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილს 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, მუხათგვერდის სასაფლაოზე მსახიობის მამაა დაკრძალული და ზაზა ბეჟაშვილს სწორედ მამის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობის დაკრძალვა 14:00 საათზე მოხდება.

ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი წუხელ იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "ცოტა ადრე რომ გაგვეგო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონდა" - ზუზუ ბეჟაშვილის დედის პირველი კომენტარი