მაშველებმა ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს
მაშველებმა ჩაქვში 24 წლის მამაკაცი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქე ზღვაში ნაპირიდან საკმაოდ შორს შევიდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
მათივე თქმით, მამაკაცის გადასარჩენად მაშველებს დამატებითი სკუტერის გამოძახება დასჭირდათ.
ახალგაზრდა ნაპირზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.