უხვმა ნალექმა თელავში ცენტრალური გზები დააზიანა - კვირის პალიტრა

უხვმა ნალექმა თელავში ცენტრალური გზები დააზიანა

თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ იკლო - მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება.

„ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც.

ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უხვმა ნალექმა თელავში ცენტრალური გზები დააზიანა. განსაკუთრებით რთულია ვითარება რუსთაველის ქუჩაზეა, სადაც მოვარდნილმა წყალმა ქვაფენილი აყარა და გზის ნაწილი ჩახერგა. ასევე, მოძრაობა შეფერხებულია მშვიდობის ქუჩაზე.