გამოკითხულთა 54 % მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს
Ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკითხველთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭიროს.
გამოკითხვაში, რომელიც აღნიშნულ ვებ-გვერდებზე 14 აგვისტოდან მიმდინარეობდა, მონაწილეობა 25 697-მა პირმა მიიღო. შეკითხვაზე: თქვენი აზრით, უნდა დაუჭიროს თუ არა "ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას? - მკითხველთა 54 %-მა აირჩია კატეგორია: "არა, უნდა წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა“. InterPressNews.Ge გამოკითხვაში მონაწილეთა 30 % ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს "მხარი უნდა დაუჭიროს“, 16 %-მა კი აღნიშნა, რომ შეკითხვაზე პასუხი "არ იცის“.