ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ერაყული ტელეარხი "ას-სუმარია“ იუწყება. მათი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ამერიკელი სამხედრო და კიდევ რამდენიმე დაშავდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
"ყველა დაშავებული ევაკუირებულია მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, - ნათქვამია ოპერაცია "ურყევი სიმტკიცის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.