თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს
თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. მომხდარი ფაქტი "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, "საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული". მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.