ავარია წითელ ხიდზე - დაშავებულია 8 ადამიანი
თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის 33-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის 8 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს,
ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "ჟიგულის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანები მიიღეს ჟიგულის მძღოლმა და მიკროავტობუსში მსხდომმა 7-მა მგზავრმა. ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც TV 4 იუწყება, ექიმების განცხადებით, დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ.
სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. "ინტერპრესნიუსი"