ვინ არის პატრული, რომელმაც თბილისში, კორპუსში გაჩენილი ხანძრიდან ჩვილი გამოიყვანა
თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსის მე-8 სართულზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 60 კვ.მ-ის ფართი და საოჯახო ნივთები დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. გაგრძელება