მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მაშველებმა მამაკაცის ცხედარი წყლიდან მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია და ამჟამად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.