პუტინი: "რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს"
რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების "აღმოსავლეთი-2018" ფარგლებში განაცხადა.
"რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს და ვერც ექნება. მიუხედავად ამისა, რუსულ ჯარს შეუძლია, პოტენციურ სამხედრო საფრთხეებს წარმატებით გაუმკლავდეს", - განაცხადა პუტინმა.
სამხედრო წვრთნები "აღმოსავლეთი-2018" 11 სექტემბერს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება. წვრთნები შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და წყნარი ოკეანეს აკვატორიებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მეთაურობით მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"