როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15-18 სექტემბერს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია მოსალოდნელ ამინდზე
15-დან 18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ღელვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.