"გილოცავ ძმა!" - როგორ ულოცავს კახა კალაძე ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას
თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას ულოცავს და "ინსტაგრამზე" ცოლთან, ბერასთან და მის საცოლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. 
"გილოცავ ძმა! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!" - წერს კახა კალაძე.
თავის მხრივ საცოლესთან ერთად პარიზში გადაღებულ ახალ ფოტოებს "ინსტაგრამზე" ბერაც ავრცელებს. 
ნანუკა გუდავაძის და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.