"აღმზრდელი დედის სიკვდილის დღეს გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, მაშინ 8 წლის ვიყავი" - კვირის პალიტრა

"აღმზრდელი დედის სიკვდილის დღეს გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, მაშინ 8 წლის ვიყავი"

"დიდი ხანია ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის და ბოლოს გადავწყვიტე დაგკავშირებოდით. ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველა ყველას პოულობს, იქნებ ჩემთვისაც მოიცალოს განგებამ და მაპოვნინოს დედა, რომელსაც წლებია ვეძებ " - ამ შინაარსის წერილით - 29 წლის ნინი ძიგუა დაგვიკავშირდა. ისრაელში, ემიგრაციაში მყოფი ორი შვილის მშობელი გოგო საკუთარ ბიოლოგიურ დედას ეძებს.

დეტალებში გარკვევის მიზნით, mshoblebi.ge- მ ნინი ძიგუასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- 1989 წლის 14 ივნისს დავიბადე. ზუსტად არ ვიცი რომელ სამშობიაროში. როგორც ვიცი სამშობიაროდან გამოყვანილი ვიყავი, რომ გამაშვილეს.

- როგორ გაიგე, რომ ნაშვილები იყავი?

- აღმზრდელი დედის სიკვდილის დღეს გავიგე. მეზობელმა მითხრა, რა გატირებს, შენი ნამდვილი დედა ეგ არ იყოო. რვა წლის ვიყავი ამ დროს და ვერ გადმოგცემთ, ეს რამხელა ტკივილი იყო ჩემთვის.

- რა გვარები იყვნენ შენი აღზრდელი მშობლები?

- დედა ხორბალაძე იყო, მერე გადავიდა მამის გვარზე და გახდა ძიგუა.

- აღმზრდელი მამა რას ამბობდა შენ შესახებ?

- 15 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ისიც შეჭმული მყავდა კითხვებით, მაგრამ ეშინოდა, ფიქრობდა, ბიოლოგიურ დედას მოვძებნიდი და მივატოვებდი, ამიტომ არაფერს მიყვებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მამიდა მზრდიდა. ჩემი ისტორიის ქექვაში აღმოვაჩინე, რომ თურმე ნათლიაც მყავს, რომელმაც ცივად მითხრა, რომ ჩემს გაშვილების საქმეში წვლილი არ

მიუძღოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ამბავში ექიმების ხელი ურევია, რომლებიც განზრახ მალავენ ყველაფერს.

- ამ ამბის გაგების შემდეგ ალბათ ოჯახის ახლობლებთან დაიწყებდი სიმართლი გარკვევას

- რა თქმა უნდა ვსვამდი კითხვებს. ყველა დედის სამსახურისკენ იშვერდა ხელს. მეუბნებოდნენ, ნანამ სამშობიაროდან მოგიყვანაო. ჩემი აღმზრდელი დედა საავადმყოფოში მუშაობდა. განაგრძეთ კითხვა