"როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს პროვოკაციები, წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია"
როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, შსს-ს მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
"შსს ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამ კომპონენტზე არ ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ, როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.