როგორია გია თვალავაძის მდგომარეობა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს" ჩაფიძის გულის ცენტრში განუცხადეს, გია თვალავაძე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ მედიისთვის განცხადება თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.
გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.