რა მოსწერეს "საყდრისის კომიტეტს" ბაზილიის ეროვნული მუზეუმიდან, რომლის შენობაც ახლახან დაიწვა? - კვირის პალიტრა

რა მოსწერეს "საყდრისის კომიტეტს" ბაზილიის ეროვნული მუზეუმიდან, რომლის შენობაც ახლახან დაიწვა?

2018 წლის 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში გაჩენილმა ხანძარმა სრულად გაანადგურა მუზეუმის შენობა და კულტურული მემკვიდროების უნიკალური ნიმუშები.

ხანძარმა მოიცვა 100 დარბაზი, შედეგად 20 მილიონამდე ექსპონატი დაიწვა. სრულად განადგურდა პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და ზოოლოგიური ექსპონატები.

სამეფო მუზეუმი (ამჟამად ეროვნული მუზეუმი) 1818 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან მე-6 -მ დაარსა. მონათმფლობელის ყოფილ სასახლეში,

ეროვნული მუზეუმის შენობაში მოეწერა ხელი ბრაზილიის დამოუკიდებლობის აქტს და პირველ კონსტიტუციას.

ეროვნული მუზეუმის დაწვა ბრაზილიაში ეროვნულ ტრაგედიად იქცა. სწორედ მომხდარის გამო 2018 წლის 6 სექტემბერს "საყდრისის კომიტეტმა" ბრაზილიელ ხალხს და ეროვნულ მუზეუმს მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა.

ორიოდე დღის წინ კი პასუხიც მიიღო:

"საყდრისის კომიტეტის გუნდს, ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის დირექტორთა საბჭო მადლობას გიხდით იმ თანადგომისთვის, რომელიც ასეთ რთულ წუთებში გამოხატეთ ჩვენს მიმართ.

მიუხედავად ასეთი დიდი სირთულეებისა, რომელიც მუზეუმს შეხვდა, ყოველდღურ რეჟიმში ვაგრძელებთ აღდგენით სამუშაოებს.

მადლიერები ვართ, იმ მხარდაჭერის, რომელიც თქვენ აღგვითქვით", - ვკითხულობთ მუზეუმის დირექტორთა საბჭოს წერილში.