"ერთხელ ერთ ოთახში სამ გარდაცვლილ ჯარისკაცთან ერთად მეძინა“ - აფხაზეთის ომის შავ-თეთრი ქრონიკა
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. აფხაზეთში ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა.
1992-93 წლების აფხაზეთის ომში მოწინააღმდეგემ ოთხჯერ მაინც სცადა სოხუმზე იერიშის მიტანა.
ფოტოგრაფი შახ აივაზოვი აფხაზეთის ომში თავისი სურვილით წავიდა, იქ პირველივე დღიდან იყო და ისტორიას სულისშემძვრელი კადრები შემოუნახა. გთავაზობთ ნაწყვეტს შახ აივაზოვის ერთ-ერთი ინტერვიუდან:
"აფხაზეთის ომის დროს "საქინფორმში“ ვმუშაობდი და პირველივე დღიდან ომში ვიყავი. ნაყოფი ვარ ყარაბაღშიც... ჩეჩნეთში ცხრა თვე დავრჩი. ომში როცა მიდიხარ, პირველი ნახევარი საათია ძალიან მძიმე, მერე ნელ-ნელა ეჩვევი სიტუაციას და სროლებს. წინათ გარდაცვლილებს რომ ვიღებდით, ცრემლი მოგვდიოდა, ძალიან გვიჭირდა. მერე ცივდები, ქვასავით ხარ... ერთხელ სამ გარდაცვლილ ჯარისკაცთან ერთად მეძინა ერთ ოთახში“...
"ჟურნალისტს არ აქვს უფლება, ჯიბეში იარაღი ჰქონდეს, არც "ნა ვსიაკი სლუჩი“. ჟურნალისტისთვის "იარაღი“ წიგნაკი და კალამია, ფოტოჟურნალისტისთვის კი - ფოტოაპარატი. ჩაცმულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: მებრძოლისგან გამორჩეულად უნდა გეცვას, რადგან შორიდან შეიძლებაფოტოობიექტივი სნაიპერმა იარაღად აღიქვას და გესროლოს. ყველგან "პრესა“ უნდა გეწეროს, მანქანით თუ გადაადგილდები, "პრესა“ ზემოდანაც უნდა დააწერო, რომ ტერიტორიის დასაბომბად აფრენილმა ვერტმფრენმა წაიკითხოს“.
გთავაზობთ აფხაზეთის ომის დროს ფოტოგრაფ შახ აივაზოვის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს