"უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ, თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას, სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე" - ტარიელ ხარხელაური (+ვიდეო) - კვირის პალიტრა

"უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ, თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას, სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე" - ტარიელ ხარხელაური (+ვიდეო)

ჟინვალში არაგველობის აღსანიშნავ დღესასწაულზე, პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა საკუთარი ლექსი, "ბრძანე, მოძღვარო!" -  წაიკითხა.

როგორც ცნობილია, ბატონი ტარიელი ინტერვიუზე ჟურნალისტებს, თითქმის არასდროს თანხმდება, თუმცა  kvirispalitra.ge -ს არქივში მოპოვება მასალა, სადაც ის ამბობს, რომ სიტყვა პოეტი აშინებს.

"ოღონდაც პოეტს ნუ დამარქმევთ. ყველაზე მეტად ეგ სიტყვა მაშინებს, - ეგ რომ მართლა იყო, პოეზიას მსხვერპლად უნდა იყო შეწირული. მე, უბრალოდ, საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე მოვხვდი და რაღაცნაირად ლექსის წერის ნიჭი მომეცა. მეცხვარეთა შთამომავალი, პაპაჩემიც მეცხვარე იყო და მამაჩემიც, მეც მეცხვარე ვარ.

მთელი თიანეთის კაცები ცხვარში იყვნენ გასულნი, შემომტანნი, ოჯახის მარჩენლები ვიყავით. ახლა ქართველებმა ყიზლარის საძოვრები დავკარგეთ და მთიელმა კაცებმა - ფუნქცია; ქალებმა აიღეს ოჯახის რჩენის ტვირთი. მთელი თიანეთის ქალები საშოვარზე უცხოეთში არიან გადაკარგულნი. შვილებს ტოვებენ და კაცებს არჩენენ. ჩვენც ვჭამთ და აღარც გვრცხვენია... აღარც ვაქცევთ ყურადღებას, რომ შვილებს დედები დავუკარგეთ, ჩვენ თავს - ცოლები... ვითომ გაჭირვებამ იცის ასე სირცხვილის დაკარგვა, თუ იმანაც, რომ სახელმწიფოსაც ეს ამბავი ფეხებზე ჰკიდია. ხელს არ გაანძრევს, რომ სოფლიდან დედაკაცებისა და ბალღების დენა შეჩერდეს, ერთს არ ეტყვის გლეხს, - მე მოგეხმარები, ოღონდ მიწაზე დამაგრდიო!" განაგრძეთ კითხვა

ვიდეოს ავტორი: ნინო ჩიქოვანი