"ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში"

"ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში, ამოვიყვანდი ნავთლუღის ბაზარზე, ამოვიყვანდი "ვაგზალზე" და ვანახებდი ხალხი რა დღეშია" - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" განაცხადა.

"ვუყურებდი კობახიძეს და გამაოგნებელი იყო, სიღარიბე არ არისო და ეს ღარიბ ხალხს რომ ალაპარაკებთ, ჩაწერილიაო. ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში, ამოვიყვანდი ნავთლუღის ბაზართან, ვაგზალზე, დიდუბის მეტროდან რომ გამოდიხარ და ვანახებდი ხალხი რა დღეშია. კულულით ვატარებდი რეგიონებში, სათითაოდ მივიყვანდი გაჭირვებულ ოჯახებში და ვანახებდი, იგონებს თუ არა რომელიმე ჟურნალისტი. დადის ჯიპით, 800 დაცვის მანქანით, მაგასაც მთელი მსოფლიო მოსაკლავად არ დასდევდეს და უშველებელ კაბინეტში ზის, საიდანაც არაფერი ჩანს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.