"გაფეტიშებული წარმოდგენა, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"გაფეტიშებული წარმოდგენა, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არ მაქვს"

"კარგი მომღერალი რომ არ ვიყო, ამხელა დაფასება არ მექნებოდა არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ"

ახალგაზრდა მომღერალი - ცირა კობიაშვილი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ცირას კონცერტები ჰქონდა. 28 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ექნება, ამჯერად - ბათუმში. პარალელურად, მისი მეორე კლიპის გადაღებაც იგეგმება. როგორც ცირამ გვითხრა, ცოტა გადაღლილია, თუმცა კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და ინტერვიუზეც დაგვთანხმდა...

ფოტოგალერეა

- ცირა, როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?

- გაფეტიშებული წარმოდგენა, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არ მაქვს. თავს ჩვეულებრივ გოგოდ მივიჩნევ... საკუთარი მომხიბვლელობა ალბათ, მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ფართო საზოგადოებამ გამიცნო.

- რომანტიკული ხარ? - ძალიან. ზედმეტად რომანტიკულიც კი. ჩემთვის სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიყვარს რომანტიკულ სიტუაციებში ყოფნა და პარტნიორიც თუ ანალოგიურად მექცევა, ძალიან მომწონს.

- გაიხსენე საყვარელი ადამიანისგან მიღებული ბოლო რომანტიკული საჩუქარი, სიურპრიზი... - საჩუქრებით ყოველთვის მანებივრებენ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გავიხსენებ, რადგან თითოეული საჩუქარი ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიყვარულის გამომხატველია.

- ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ? - იმას, რომ ძალიან ეჭვიანი, ეგოისტი ვარ - ამას ჩემს დედისერთობას ვაბრალებ. ვცდილობ, "მინუსები" - მესაკუთრეობა გამოვასწორო. იმასაც ამბობენ, რომ ხანდახან უპასუხისმგებლო და ცოტა ზარმაცი ვარ. მირჩევენ, რომ უფრო მოტივირებული ვიყო საქმისადმი, არ უნდა ვიყო მესაკუთრე, ეგოისტი და სხვებსაც გავუწიო ანგარიში.

- შენი ხასიათის რომელი თვისებით ამაყობ? - სამართლიანი ვარ და სხვებისგანაც ამას ვითხოვ - მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვის მიმართაც თავად ვარ სამართლიანი. ერთგულიც ვარ. პირფერობა და ორპირობა არ მახასიათებს. მიმაჩნია, რომ პირდაპირობა ჩემი საუკეთესო თვისებაა, რადგან რასაც ადამიანზე ვფიქრობ, ემოციით და სიტყვიერად იმავეს გამოვხატავ. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა