"ღა­მის ეკო­ნო­მი­კა არა ისა. არაფ­რის ღირ­სია ეს ქვე­ყა­ნა" - ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ღა­მის ეკო­ნო­მი­კა არა ისა. არაფ­რის ღირ­სია ეს ქვე­ყა­ნა" - ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ საპოლიციო კონტროლი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ მისულ ადამიანებზე კვლავ გრძელდება. მისი თქმით, 28 სექტემბრის ღამით რამდენიმე ადამიანი დააკავეს კლუბთან ახლოს.

"ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალური პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც.

ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფიქრობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა" - წერს ორაშვილი. გაგრძელება