რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა ავტობაზრობის ტერიტორიაზე? - კვირის პალიტრა

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა ავტობაზრობის ტერიტორიაზე?

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები ე.წ. ბაიკერები არიან.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების დროს ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.