ვინ არის თბილისის ცენტრში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

ვინ არის თბილისის ცენტრში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა

თბილისში, გუშინ, გვიან ღამით 25 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ვიტალი საფაროვია, რომელიც  ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Ambebi.ge