"ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას" - კვირის პალიტრა

"ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას"

ზაზა ოქუაშვილი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.

"გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია "იბერიის" გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი "ომეგა ჯგუფის" მესვეურთა მიერ ინიცირებული და "ნაცმოძრაობის" მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ "ომეგას" ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს. დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა მედიაგერამოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც გადაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია "იმედი".

"ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2004-12 წლებში ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე. დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში", - განაცხადა კალაძემ.