ივანიშვილი: "უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას"
უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.
"გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები. უნდათ, ამასთან იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა. საზოგადოებისთვის ძალიან ტრამვა და სტრესი იყო ეს. უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას. უნდათ, ეს ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას მიაბრალონ და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
იხილეთ ვიდეო