"არ მესროლო ბიჭოო, უთქვამს... რანაირი შვილი მომიკლეს" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"არ მესროლო ბიჭოო, უთქვამს... რანაირი შვილი მომიკლეს" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ქუთაისში. ე.წ. საფიჩხიის სასაფლაოზე 44 წლის გოგიტა სოფრომაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცს ორი ტყვია ტავში ჰქონდა მოხვედრილი. სავარაუდოდ, მკვლელი და დაღუპული მეზობლები არიან.

როგორც "კურიერს" მოკლულის დედამ, ლამარა კაშიამ განუცხადა, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო, რომელსაც სასაფლაოზე საქმის გარჩევა და მკვლელობა მოჰყვა.

"რანაირი შვილი მომიკლეს, სულ თავჩაქინდრული იყო, უწყინარი, უთქმელი, იმის მკვლელი უნდა მოძებნონ. იმგენს ივანიშვილი დაუცვია, ჩემ შვილს სააკაშვილი და იმას უთქვამს, წამოდიო და სასაფლაოზე ვილაპარაკოთო, რა მინდა ბიჭო სასაფლაოზეო, წამაოდი და წამოდიო. სადღაც გაქცეულა, რევოლვერი ჰქონია საცხა, გამოუტანია, არ მესროლო ბიჭოო, ამისი თქმა და სროლა ერთი ყოფილა", - ამბობს მოკლულის დედა.

"მოვედი საღამოს და დამხვდა ასეთი ამბავი, ძალიან მენანება იმიტომ, რომ ჩემთვის უკეთილშობილესი ადამიანი იყო... ითქვა, რომ მიზეზი პოლიტიკური იყოვო, მაგრამ სხვა არაფერი ვიცი", - განუცხადა "კურიერს" მეზობელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამანაშავის ვიანობა პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა ჯერ დაკავებული არ არის.