პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში დაიბარეს
პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკო მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
მთავარ პროკურატურაში პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა დღეს, 17:00 საათზე იგეგმება.
საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ "უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას" დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელა.