წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს - კვირის პალიტრა

წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს და თანაც, განმარტავს, თუ რატომ არღვევს კანონს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს პასუხი გასცეს ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს "ბიზნესპრესნიუსმა" (შედის "პალიტრამედიის" ნიუსრუმის შემადგენლობაში) საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 15-16 თებერვალს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან 7 თვეზე მეტი გავიდა,

"ბიზნესპრესნიუსს" ზემოხსენებული უწყებებიდან დღემდე ინფორმაცია არ მიუღია.

"არადა, პირადად მე, სანამ "ბიზნესპრესნიუსში" მუშაობას დავიწყებდი, როგორც სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტმა იუსტიციის სამინისტროს სამივე სსიპ-დან ინფორმაცია არაერთხელ გამოვითხოვე და უპრობლემოდ, კანონის გათვალისწინებულ ვადებში მივიღე", - ამბობს "ბიზნესპრესნიუსის" რედაქტორი, ელზა წიკლაური. გაგრძელება