"იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ" - ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა. ყოფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.
როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, როდესაც პროცესი დასრულდება. კითხვაზე: ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, ყიფიანის თქმით, "იტყვის ისეთ რამესაც, რაც შეიძლება ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს".
"სასამართლოში შევალ და როცა გამოვალ, ყველაფერს მოგახსენებთ. იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცალეთ", - განაცხადა ყიფიანი.
საქმე ეხება "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.
იხილეთ ვიდეო