რა განაცხადა ლევან ყიფიანმა დაკითხვის შემდეგ? - კვირის პალიტრა

რა განაცხადა ლევან ყიფიანმა დაკითხვის შემდეგ?

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი  თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა.

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მან პირველი კომენტარი გააკეთა.

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.