როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5-6 ოქტომბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5-6 ოქტომბერს

უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს დღის ბოლოდან გაწვიმდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

5 და 6 ოქტომბერს სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას ვარაუდობენ, მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.