როგორ გამოიყურება ვანო მერაბიშვილი - შიდა კადრები კლინიკიდან
"ინტერპრესნიუსმა" პენიტენციური სამსახურიდან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კლინიკის დატოვების ამსახველი კადრები გამოითხოვა.
კადრები ძირითადად კლინიკის შიდა ნაწილშია გადაღებული, სადაც მედიას შესვლის საშუალება არ ჰქონია.
ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გამოკვლევებისთვის "მედიქლაბ" ჯორჯიაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, დღეს კი ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.