ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნებათ სხეულზე.
როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ინტერპრესიუსი"