"ტოიოტა" Prius-ისა და Auris-ის მოდელის მანქანებს საქართველოდანაც "გაიწვევს“ - კვირის პალიტრა

"ტოიოტა" Prius-ისა და Auris-ის მოდელის მანქანებს საქართველოდანაც "გაიწვევს“

Toyota ავტომობილების ძრავში არსებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,43 მილიონზე მეტ ჰიბრიდულ ავტომობილს "გაიწვევს“.

საუბარია Prius-ისა და Auris-ის მოდელის ავტომობილებზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერსა და 2014 წლის ნოემბერს შორის პერიოდში არის გამოშვებული.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ ”ტოიოტას” ოფიციალურ წარმომადგენლობაში განუცხადეს, "გადასაპროგრამებული“ ავტომობილების სიაში მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბით, Toyota-ს ოფიციალური დილერების მიერ გაყიდული 74 მანქანა მოხვდა.

როგორც "Toyota კავკასიაში“ აცხადებენ, აღნიშნულიავტომობილების შესახებ ინფორმაცია დილერებს უკვე გადაეცათ, რის შემდეგაც ისინი ავტომობილის მფლობელეს დაუკავშირდებიან და შესაბამის სამუშაოებს უფასოდ ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ "რიქოლში“ მოხვედრილი ავტომობილის გადასაპროგრამებლად სულ ორმოციოდე წუთია საჭირო. (გაგრძელება)