ბახმაროში თოვლი მოვიდა
ბახმაროში თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსები ძლიერ თოვას არ ვარაუდობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბახმაროში თოვა მოსალოდნელი იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ბახმაროში დღის განმავლობაში წვიმდა და ასევე იყო თოვლჭყაპიც.
"დღეიდან უკვე მთელს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოღრუბლული იქნება, მოსალოდნელია ნისლი და წვიმა. 7 ოქტომბერს მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 15-17 გრადუსი სითბო. 8 ოქტომბრიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი 26 გრადუსი იქნება", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.