რატომ გაუგზავნა ყოფილმა ამერიკელმა სამხედრომ აბუსალათინის თესლები ტრამპს, პუტინსა და ელისაბედ II-ს?
ყოფილმა ამერიკელმა სამხედრომ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუტას შტატის ქალაქ ლოგანში დააკავეს, აღიარა, რომ კონვერტებით აბუსალათინის თესლები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს გაუგზავნა.
იუტას შტატის ფედერალური საოლქო სასამართლოს ინფორმაციით, მამაკაცს უილიამ კლაიდ ალენი ჰქვია და ის 2002 წლამდე აშშ-ს საზღვაო ძალებში მსახურობდა.
ალენის განცხადებით, ტრამპის, პუტინისა და ელისაბედ II-ის გარდა კონვერტები მან ასევე გაუგზავნა პენტაგონის ხელმძღვანელს ჯეიმს მეტისს, საზღვაო ძალების შტაბის მეთაურს ჯონ რიჩარდსონს, აშშ-ს გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშნსს და FBI-ს დირექტორს კრისტოფერ რეის. საკუთარი ქმედება ალენმა "მიმართვის გაგზავნის" სურვილით ახსნა, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს "მიმართვა", არ დააკონკრეტა.
"ინტერპრესნიუსი"