ვინ ურჩია სააკაშვილს "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონის მიღება? - კვირის პალიტრა

ვინ ურჩია სააკაშვილს "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონის მიღება?

აფხაზეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ბათო საღინაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწეობის 55 წლიანი სტაჟი აქვს და როგორც თავად გვეუბნება, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას მიუძღვნა. მან თავის დროზე მოიკვლია და აღრიცხა საქართველოში მოღვაწე "კანონიერი ქურდები" და მათ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაც შეიმუშავა.

ვინ ურჩია სააკაშვილს "ქურდული სამყაროს შესახებ" კანონის მიღება?

ბათო საღინაძე: "ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა რომ სწორი და შედეგიანი ყოფილიყო, ერთ-ერთი ურთულესი მკვლელობის გახსნის შემდეგ (დ. ჩერქეზიშვილის მკვლელობა), ამ ფაქტით დაინტერესებული პრეზიდენტის, მიხეილ საააშვილის კითხვაზე, თუ რა ეშველება ამ უმართავ კრიმინოგენულ სიტუაციას, მივეცი რჩევა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სპეციალური კანონის მიღება, რითაც მოევლებოდა ქურდულ პრობლემას, რაც განხორციელდა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა "კანონიერ ქურდთან", ჯერ კიდევ ყოფილი სსრკ-ს უშიშროების სამსახურმა დაამყარა ოპერატიული კონტაქტი და როცა სჭირდებოდათ და სჭირდებათ, იყენებდნენ და იყენებენ მათ საქართველოს წინააღმდეგ". იხილეთ სრულად