"ყველაზე მეტად იმას ვდარდობდი, მშობიარობა ისე არ დამწყებოდა, რომ გაბურძგნილი და "გაუბედურებული" ვყოფილიყავი" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად იმას ვდარდობდი, მშობიარობა ისე არ დამწყებოდა, რომ გაბურძგნილი და "გაუბედურებული" ვყოფილიყავი"

"ბენთან ყოფნა ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ის სხვანაირი მამაა: ღამით იღვიძებს, ბავშვს პამპერსსაც უცვლის..."

2 თვეა, რაც ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერ ნიკალას ჰაიმის დედა გახლავთ. ბავშვის ასაკის მიუხედავად, ნუკი, როგორც თავად გამოგვიტყდა, "ქოფაკი დედამთილის" თვისებებს ავლენს და წინასწარ არ მოსწონს ოლივერის მომავალი შეყვარებული გოგონები...

ფოტოგალერეა

- ზუსტად 2 თვე ველოდით, როდის შეიძლებოდა ჩვენი ბავშვისთვის - ოლივერისთვის მოგზაურობა. რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოვედით, რომ ბავშვი ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის გვეჩვენებინა და საერთოდ, ჩვენი ქვეყანა ენახა - ძირითადი მიზეზი ეს არის. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი შვებულების დროს საქართველოში წამოვიდეთ და ეს პერიოდი აქ გავატაროთ. ძალიან მიხარია, რომ ბავშვის პირველი მოგზაურობა სწორედ საქართველოში მოხდა.

- ახლობლებმა ოლივერი როგორ მიიღეს? - გადასარევად. ძალიან მოსწონთ და "ესაყვარლებათ". ოლივერს ისე შეეჩვივენ, რომ ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ, როდესაც უკან, ამერიკაში გავემგზავრებით, განსაკუთრებით - ჩემს დას და დედაჩემს. ვხედავ, ერთმანეთთან როგორი დიდი კავშირი აქვთ... საქართველოში ჩემი მეუღლეც - ბენიც ჩვენთან ერთად არის, რადგან ბავშვის ნათლობა გვაქვს დაგეგმილი. ბენის მეგობრებიც ჩამოსულები არიან. მოკლედ, მთელი ამბავია.

- ბავშვის მონათვლა საქართველოში რატომ გადაწყვიტეთ? - ბენი ებრაელია. ოლივერი საქართველოში უნდა გაქრისტიანებულიყო. რადგან მე საქართველოდან ვარ, ეს არის ჩემი სამშობლო, ამიტომ ბავშვის მონათვლა საქართველოში გადავწყვიტეთ. ბენი ამას დათანხმდა - მე გადავწონე და ვაჯობე.

- ოლივერის მომავალი ნათლიები ვინ არიან? - ცნობილი ადამიანები არ არიან - ჩემი და ბენის მეგობრები.

- ნათლობას სად გეგმავთ? - სვეტიცხოველში. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ეკლესიაა. თან მინდა, ბენის მეგობრებს, საქართველოსთან დაკავშირებით, დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება ჰქონდეთ, სვეტიცხოველი კი მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი ტაძარია.

- ბავშვს სახელი როგორ შეურჩიეთ? - სახელი ოლივერი მეც და ბენსაც მოგვწონდა. გადავწყვიტეთ, ბავშვის პირველი სახელი ეს ყოფილიყო, მეორე კი - ნიკალასი, რადგან წმინდა ნიკოლოზი მიყვარს და მინდოდა, ჩემს შვილს ქრისტიანული სახელიც ჰქონოდა. უბრალოდ, "ნიკას" დარქმევა არ მსურდა, რადგან ყველას ნიკა და გიორგი ჰქვია. ვიფიქრე, მოდი, ბარემ ისეთი სახელი დავარქვათ, რაც დიდი ხანია, მომწონს-მეთქი. ასეთი ოლივერი გახლდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ ორივე სახელი - ოლივერ ნიკალასი დაგვერქმია.

- მშობიარობის წინ მაკიაჟი მართლა გაიკეთე? - კი. მინდოდა, რომ ფოტოებზე ლამაზად ვყოფილიყავი აღბეჭდილი. ყველაზე მეტად იმას ვდარდობდი, მშობიარობა ისე არ დამწყებოდა, რომ გაბურძგნილი და "გაუბედურებული" ვყოფილიყავი. რადგან ოლივერის დაბადებას დიდხანს ველოდით და აგვიანებდა, "დამაჩქარებელი" გამიკეთეს და სამშობიაროში წყნარად, მშვიდად წავედი.

- ოლივერთან პირველი შეხვედრა გაიხსენე... - გულზე რომ დამაწვინეს, შემეშინდა - არ გამივარდეს ან რამე არ მოუვიდეს, გთხოვთ, წაიყვანეთ-მეთქი, მაგრამ როგორც კი წაიყვანეს, ვთქვი, - არა, არა, გეხვეწებით, უკან დააბრუნეთ, ამ ბავშვთან განშორება აღარ მინდა-მეთქი და მას მერე ასე ვფიქრობ: ამ პატარასთან განშორება არ მინდა, არასოდეს!

- ოლივერი როგორი ბიჭია? - ვერ ვიტყვი, ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს-მეთქი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, კარგი ხასიათის ბავშვია - დიდად არ გვაწვალებს, გვიცინის.

- ძიძა თუ გყავს? ბავშვის გაზრდაში ვინმე გეხმარება? გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა