ვინ არის და როგორ გამოიყურება ოთარ ფარცხალაძის ცოლი?
ყოფილი მთავარი პროკურორის, ამჟამად კი ბიზნესმენის ოთარ ფარცხალაძის გარშემო სკანდალები ჯერ კიდევ მისი მთავარ პროკურორად მოულოდნელად დანიშვნის და რამდენიმე კვირაში გათავისუფლებისას დაიწყო. ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი "ომეგა ჯგუფის" გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს.
ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც მედიასთან არ ურთიერთობს და ბოლო დროინდელ მოვლენებზე კომენტარისგან თავს იკავებს, "ქართული ოცნების" კეზერაშვილად ხშირად მოიხსენიებენ, რომელიც, როგორც ამბობენ, რიგ საქმეებს "შავად" ალაგებს, შედეგად კი მოკლე ხანში გვარიანად გამდიდრდა კიდეც. ბუნებრივია, მისი პიროვნებისა და ოჯახის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება.
ოთარ ფარცხალაძეს ჰყავს მეუღლე ეკა ჩხიკვიშვილი და ვაჟი. ეკა ჩხიკვიშვილი ფარცხალაძის მეორე მეუღლეა. წყვილი ერთი წლის წინ დაქორწინდა. როგორც ირკვევა მათი მეჯვარე გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალაა.
ქმრისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში აქტიურია მისი მეუღლე.
"კურიერის" ინფორმაციით, პროკურორობიდან წასვლის შემდეგ ფარცხალაძის დეკლარაციაში ბინების, მანქანების, ბიზნესწილების და შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა. ბიზნესწილების მფლობელები ხდებიან მისი ოჯახის წევრები - შვილი, ანდრია ფარცხალაძე და მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი.
იხილეთ ვიდეო