გზაზე მდგარ სამ ქვეით მამაკაცს ავტომანქანა შეეჯახა, გარდაცვლილია ორი ადამიანი
ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ორ დაშავებულს დახმარება ადგილზე გაეწია, ორი მამაკაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ვაზიანის წრესთან მოხდა. "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა გზაზე მდგარ სამ ქვეით მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ მოცურდა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად ორი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ქვეითი და მძღოლი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი არ ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"