სოფელ კირბალიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს - კვირის პალიტრა

სოფელ კირბალიდან ოკუპანტებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელი კირბალიდან გაიტაცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ინტერპრესნიუსი"