საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ფონდ "იავნანას" ყოფილი დირექტორის პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა მიმდინარეობს. ანგელა ვასილენკო საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან სოსო ბარათაშვილთან ერთად გამოცხადდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

ადვოკატის განცხადებით, ანგელა ვასილენკო მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

"ვფიქრობ, გაიფანტა ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხელს უშლიდა გამოძიებას. ანგელა ვასილენკო გასცემს ყველა კითხვას პასუხს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.